გეტინაქსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:24, 27 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გეტინაქსი – ქაღალდისა და სინთეზური ფისებისაგან (ფენოლი, ეპოქსიდი) დამზადებული ელექტროსაიზოლაციო დაწნეხილი ფენოვანი პლასტიკი. მასალა გამოირჩევა დაბალი მექანიკური სიმტკიცით, სიიაფით. ადვილად მუშავდება საჭრელი ინსტრუმენტებით. ძირითადად გამოიყენება იაფფასიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაშტამპული ფირფიტების დასამზადებლად.