გუმბათის ყელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:47, 31 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

[[ფაილი:Gumbatis yeli.JPG|thumb|გუმბათის ყელი გუმბათის ყელი – ტაძრის ან სხვა ნაგებობის ცილინდრული ან მრავალწახნაგა მოცულობა (დაბოლოება, კენწერო), რომლის თავზეც გუმბათია. ასეთ მოცულობაში შიგა სივრცის გასანათებლად სარკმლებია გაჭრილი. იმ შემთხვევაში, როდესაც გუმბათის ყელი კვადრატული შენობის თავზეა ამოყვანილი, კვადრატული საფუძვლისა და გუმბათის ყელის დასაკავშირებლად იყენებდნენ ტრომპს ან აფრას (პანდატივს). თანამედროვე არქიტექტურაში გუმბათის ყელს ათავსებენ სვეტებზე დაყრდობილ რკინაბეტონის სარტყელზე. გავრცელებულია ქართულ, სომხურ, ძველ რუსულ და სხვ. ხუროთმოძღვრებაში.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები