კიდურყვავილოვანი დამწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:58, 1 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკორწმინდის სამხრეთ ფრონტონზე გამოსახული მეორედ მოსვლის კომპოზიციის განმარტებითი წარწერა

კიდურყვავილოვანი დამწერლობა − ქართული დამწერლობის ერთ-ერთი დეკორატიული სახეობა, როდესაც ასოთა კიდურებში, აგრეთვე ასოს ტანის სხვა ადგილას, ქარაგმის ხაზის ბოლოებში გამოყვანილია ფოთლის ფორმის ნიშნები. გავრცელებული იყო XI საუკუნეში. თუმცა ასეთი ლაპიდარული, ჭედური და ფრესკული წარწერები შედარებით გვიანაც გვხვდება. კიდურყვავილოვანი დამწერლობა ფართოდ გამოიყენებოდა ხელნაწერებშიც, უპირველესად საზედაო ასოების სახით. კიდურყვავილოვანი დამწერლობით შესრულებული წარწერებია, მაგ., ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავის ლაპიდარული წარწერა ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთი კარის ბალავრის ქვაზე, ნიკორწმინდის სამხრეთ ფრონტონზე გამოსახული მეორედ მოსვლის კომპოზიციის განმარტებითი წარწერა, ჯუმათის წმინდა გიორგის ხატის განმარტებითი და ქტიტორული ჭედური დეკორატიული წარწერები, ნიკიფარის (ზემო სვანეთი) წმინდა გიორგის ხატის განმარტებითი წარწერა, ხიდისთავის წმინდა გიორგის ხატის წარწერა, ლაკლაკისძეთა ხატის განმარტებითი და ქტიტორული წარწერები ზარზმიდან და სხვ. კიდურყვავილოვანი დამწერლობის ფრესკული ძეგლები შემორჩენილი ყოფილა გეგუთის სანადირო სასახლეში XIX საუკუნის 30-იან წლებში (დაფიქსირებული აქვს ფრანგ მკვლევარს ფრედერიკ დიუბუას). წარწერების ნაწილი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (A-87, H-1667). ტერმინი „კიდურყვავილოვანი“ პირველად გამოიყენა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები