კიდურწერტილოვანი დამწერლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:17, 1 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კიდურწერტილოვანი დამწერლობა − ქართული ასომთავრული დამწერლობის ერთ-ერთი დეკორატიული სახეობა, რომელშიც ასოთა კიდურებში, აგრეთვე ქარაქმის ხაზის ბოლოებში, დასმულია ღრმა წერტილები. ასეთი დამწერლობის უძველესი ნიმუშებია: იშხნის მცირე ეკლესიის სამხრეთი შესასვლელის ტიმპანზე (1006 წ.), აგრეთვე იშხნის ტაძრის სამხრეთ კედელზე (1032 წ.) შესრულებული წარწერები. ამ პერიოდიდან მოყოლებული, კიდურწერტილოვანი წარწერებიანი ქართული ძეგლები XVIII საუკუნის ბოლომდე გვხვდება. ტერმინი „კიდურწერტილოვანი“ პირველად გამოიყენა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა.