დარბაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დარბაზი

დარბაზი − ძვ. ტაძარი (VIII-XI საუკ.), სრა (XI საუკუნიდან), სასახლე (XV საუკუნიდან), „სამეფო დიდი სახლი” (საბა); დარბაზი − სასახლის ის ვრცელი ოთახი „სადაც სახელმწიფო საქმეების გამო მეფის თანდასწრებითა და მონაწილეობით სხდომა იმართებოდა ხოლმე” (ივ. ჯავახიშვილი); დარბაზი − ქართული საცხოვრებელი სახლის სახეობა, რომლის გადახურვა დედაბოძზე დაყრდნობილ გუმბათისებრ კონსტრუქციას წარმოადგენს; დარბაზი − საგანგებოდ მოწყობილი დიდი საკრებულო ოთახი, გათვალისწინებული კრებების, ლექციების, კონცერტებისა და მისთ. ჩასატარებლად; დარბაზი −ზალა, დიდი სასტუმრო ოთახი ბინაში; დარბაზი − ხატის ნაგებობა, რომელშიც მხოლოდ ხატის მსახურთ აქვთ შესვლის უფლება (ხევსურეთი); დარბაზი − იგივეა, რაც მაჟიბი (სვანეთი).


დარბაზი

დარბაზი - დარბასი – ხატის კარის კომპლექსის ერთერთი მნიშვნელოვანი საკულტო ნაგებობა საქართველოს მთიანეთში. ესაა „ხელოსნების“, „ხევისბერების“, „დეკანოზების“ სამყოფი შენობა, აგებული ქვისაგან, გადახურული სიპებით. გარდა ჩამოთვლილი პირებისა, დარბაზში შესვლა სხვებს აკრძალული ჰქონდათ. ზოგჯერ დარბაზში ინახებოდა ხატის ჭურჭელი. დარბასში გამოიტანენ საკულტო დროშას და დაილოცებიან.






ლიტერატურა

  • ალ. ოჩიაური., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, 1988.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები