წყალსადენის დგარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:20, 1 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წყალსადენის დგარი − შვეული მილსადენი (ლითონის, უჟანგავი ლითონის, პლასტმასის) საცხოვრებელი, საზოგადოებრივი ან საწარმოო შენობის შიგნით, რომელიც გადის ყველა სართულში და გამოიყენება მომხმარებლისათვის წყლის (გაზის) მისაწოდებლად განშტოებების მეშვეობით. დგარის დიამეტრი დამოკიდებულია მომხმარებელთა რაოდენობაზე, შენობის სართულიანობასა და წყლის (გაზის) წნევაზე. დაუშვებელია დგარებისათვის ნაკერიანი ან თხელკედლიანი მილების გამოყენება.