დრეზინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 2 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დრეზინა (გერმ. draisine < გერმანელი გამომგონებლის კ. ფ. დრეზას სახელის მიხედვით) – ავტოდრეზინა, მოტოდრეზინა; სატრანსპორტო მანქანა, რომელიც გადაადგილდება რელსებზე. გამოიყენება ხალხისა და ტვირთის გადასაადგილებლად მცირე მანძილზე; მუშაობს ავტომობილის ან მოტოციკლის ძრავით. პირველი დრეზინა მომარჯვებული იყო ხელის ამძრავით (ბერკეტულით).