ელიფსოიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:41, 6 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელიფსოიდი

ელიფსოიდი – ზედაპირი, რომელიც მიიღება ელიფსის ბრუნვით თავისი ერთ-ერთი ღერძის ირგვლივ; მეორე რიგის ზედაპირის ერთ-ერთი სახე. დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში მისი კანონიკური (უმარტივესი) განტოლებაა: x2/a2+ y2/b2+ z2/c2 =1, სადაც a, b და c – ელიფსოიდის ნახევარღერძებია. ელიფსოიდი ჩაკეტილი ზედაპირია, რომელსაც აქვს სიმეტრიის ცენტრი, სიმეტრიის სამი ღერძი და სიმეტრიის სამი სიბრტყე. ელიფსოიდის ნებისმიერი კვეთა სიბრტყით არის ელიფსი, კერძო შემთხვევაში კვეთა შეიძლება იყოს წრეწირი. თუ ელიფსოიდის ღერძები 2a, 2b, 2c განსხვავებულია, მაშინ ელიფსოიდს ეწოდება სამღერძა. თუ ელიფსოიდის რომელიმე ორი ღერძი ტოლია, მაშინ გვაქვს ბრუნვითი ელიფსოიდი. თუ ელიფსოიდის ყველა ღერძი ტოლია (2a = 2b = 2c), მაშინ ელიფსოიდი გადაიქცევა სფეროდ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები