ემულსია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:14, 6 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ემულსია − (ლათ. emulsus გამოწველილი),
- ორი ერთმანეთში გაუხსნელი სითხის ნარევი, რომელშიც ერთი სითხის უწვრილესი ნაწილაკები შეტივტივებულია მეორეში წვეთების სახით (მაგ., წყალში დამატებული ზეთის ნაწილაკები, ჩვეულებრივი რძე, რომელშიც შეტივტივებულია ცხიმის ნაწილაკები და სხვ.);
- ერთგვარი შუქმგრძნობიარე პრეპარატი, რომელსაც იყენებენ ფოტოტექნიკაში.