ესაფორა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:54, 6 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ესაფორა − (იტალ. esafora < ბერძ. héx ექვსი და ლათ. foris კარს მიღმა, გარეთ < fores კარი) – რომანულ-გოტიკური არქიტექტურის ეპოქის შენობის ღიობი ფასადზე, რომელიც შუა სვეტებით ექვსადაა გაყოფილი და დაგვირგვინებულია წრიული ან ისრისებრი მოხაზულობის თაღებით. განაპირა ღიობების თაღების ქუსლები ეყრდნობა შუა სვეტების ანალოგიურ ნახევარსვეტებს, ხოლო თაღების ზედა სივრცე გლუვია ან შევსებულია დეკორატიული სამშვენისებით, გერბებითა და წრიული ნახვრეტებით.