ესკიზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:59, 6 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ესკიზი (ფრანგ. esquisse < იტალ. schizzare ესკიზის შექმნა) – მომავალი ნაწარმოების, არქიტექტურული პროექტის, ქანდაკების, კონსტრუქციული გადაწყვეტისა და ა.შ. გრაფიკული, ფერწერული ან სკულპტურული ჩანახატი. შემოქმედის (კონსტრუქტორის) ჩანაფიქრის წინასწარი მონახაზი, რომელშიც დაფიქსირებულია ნაგებობის, ნაკეთობის, მანქანის ან მექანიზმის ფორმა, დანიშნულება, მუშაობის პრინციპი. შემდგომში, ესკიზი საფუძვლად ედება სამუშაო ნახაზების დამუშავებას.