ვალცები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:14, 8 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვალცები – ცილინდრული ლილვები, რომლებიც ბრუნავენ ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით და მათ შორის გატარებულ მასალას აბრტყელებენ, ამრგვალებენ, ამსხვრევენ, ფხვნიან და ა.შ. არსებობს ვალცების სახეობები: დამტენიანებელი, კბილანა, ლაქდამტანი, მიმწოდი, მიმწოლი, მკვებავი, მოსაღუნი, სამსხვრევი, საჩორტნი, საყალიბო, საჭედი, წებოსამსხვრევი, წებოწამცხები, ხერხების და სხვ.