ვენგე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 9 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფაილი:Example.png
ვენგეს ჯიშის ხის ფიცრები
ვენგე − (ლათ. Millettia laurentii) – ტროპიკული მერქნის იშვიათი და ძვირფასი ჯიში, რომელიც მიიღება ვენგეს ხისაგან. ხარობს აღმოსავლეთ აფრიკაში, სადაც მისი ადგილობრივი დასახელებაა პანგა-პანგა. აქვს მუქი მოყავისფრო-ყვითელი ფერის მკვრივი (სიმკვრივე 800 კგ/მ3) მერქანი, მდგრადია ტენისა და ბიოლოგიური მავნებლების მიმართ. გამოირჩევა მსხვილი ბოჭკოვანი ერთგვაროვანი სტრუქტურით, დეკორატიულობით. ბოჭკოებში დიდი რაოდენობით აქვს მინერალური და ზეთოვანი ნივთიერებები, რაც აძნელებს მის მექანიკურ დამუშავებას, ამიტომ ვენგეს მერქანისგან დამზადებული ნაკეთობები ექვემდებარება გასანთვლას.