ვენტურის მილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:28, 9 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვენტურის მილი – მოწყობილობა აირის ან სითხის ნაკადის ხარჯისა და სიჩქარის გასაზომად. წარმოადგენს ყელიან მილს, რომელიც ერთვება მილგაყვანილობაში. აქვს ხარჯსაზომებს შორის ყველაზე მცირე წნევის დანაკარგი. სახელი ეწოდა იტალიელი სწავლულისა და გამომგონებლის ჯ. ვენტურის საპატივსაცემოდ.