გაფუებული ვერმიკულიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:11, 9 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაფუებული ვერმიკულიტი – თბოსაიზოლაციო მასალა, რომელიც მიიღება ბუნებრივი ვერმიკულიტის (ქარსის ნაირსახეობა) გამოწვით. მარცვლების ზომა 10 მმ-მდე, სიმკვრივე – 100-200 კგ/მ3, სიმტკიცე – 3,5-10 მპა. გაფუებული ვერმიკულიტით ამზადებენ ხისტ ფილებს, ნახევარცილინდრებს, სეგმენტებს კონსტრუქციებისა და მოწყობილობების თბური იზოლაციისათვის და სხვ. გამოიყენება ვერმიკულიტბეტონის წარმოებაში.