მანანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მანანა - ციური საკვები, რასაც 40 წლის განმავლობაში ყოველდღე უგზავნიდა უფალი ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს უდაბნოში სვლის დროს. მხოლოდ შაბათს არ მოდიოდა ციდან მანანა (რადგან შაბათი დღე ებრაელთათვის უქმე დღე იყო), სამაგიეროდ პარასკევ დღეს უფალი ორმაგ ულუფას უგზავნიდა. ყველას იმდენი უნდა აეკრიფა, რამდენიც დღიურად სჭირდებოდა, თუ ვინმე ზედმეტს აკრეფდა, უფუჭდებოდათ (მატლები ეხვეოდა).
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.