ვიბრაციული ტრანსპორტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:47, 13 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვიბრაციული ტრანსპორტი – ფხვიერ-ნატეხი მასალებისა და სითხეების გადაადგილება სატრანსპორტო მანქანების მოვიბრირე სამუშაო ორგანოებით. მას მიეკუთვნება ვიბრაციული კონვეიერი, მკვებავი, ბუნკერი, სარკინიგზო ვაგონების დამცლელი, ვიბრაციული ტუმბო. ვიბრაციული ტრანსპორტი განსაკუთრებით ეფექტურია მარცვლოვანი და წვრილნატეხი მასალების ტრანსპორტირებისათვის.