ვისკოზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:55, 13 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვისკოზა − (გვიანდ. ლათ. viscosus წებოვანი, მწებარე, ბლანტი < ლათ. viscus ფრინველის წებო), ბლანტი მოყვითალო-ყავისფერი ხსნარი. მიიღება ცელულოზას დამუშავებით ნატრიუმის ჰიდროქსიდისა და ნახშირბადის დისულფიდის ხსნარში დამუშავებით – მიღებული ტუტოვანი ცელულოზას დაყოვნებითა და შემდგომი დამუშავებით გოგირდნახშირბადში (CS2). ქიმიური ფორმულა – NaOH. გამოიყენება საფუძვლად ხელოვნური ბოჭკოსა და გამჭვირვალე ცელულოზას აფსკის დასამზადებლად.