ვისკოზიმეტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:03, 13 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვისკოზიმეტრი (ლათ. viscosus წებოვანი, მწებარე, ბლანტი < ლათ. viscus ფრინველის წებო და ბერძ. métron გაზომვა) – სიბლანტის გასაზომი ხელსაწყო. არსებობს ბურთულიანი, გრეხითი, ვიბრაციული, კაპილარული, როტაციული, ულტრაბგერითი და სხვ.