კოხრეიძე თეიმურაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:13, 14 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თეიმურაზ კოხრეიძე – დაიბადა 1963 წლის 1 იანვარს ქ. ქუთაისში. — ექიმი, პოლიტიკოსი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1980-1986)
სამუშაო გამოცდილება
- თბილისის კალინინის რაიონის თბომეურნეობის სამმართველო, საექსპლუატაციო-სარემონტო კანტორა, III თანრიგის ზეინკალი (1979-1980)
- რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ექიმი-ინტერნი (1986-1987)
- ტყვარჩელის ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო, ცეხის ექიმი-თერაპევტი (1987-1989)
- მარნეულის რაიონული საავადმყოფო, სისხლის გადასხმის განყოფილების გამგე (1989-1990)
- სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლაზერული გამზომი სისტემების ცენტრი (1990-1991)
- 25-ე პოლიკლინიკა, უბნის თერაპევტი (1991)
- საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე (1991-1993)
- საქართველოს მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მონოსტრის მოადგილის სამდივნოს გამგე (1993-1995)
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის სამდივნო - დეპარტამენტის დირექტორი, საგანგებო დავალებათა ელჩი (1995-2009)
- სს „საქნავთობი“, აპარატის უფროსი (2004-2007)
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სსიპ „დიპლომატი“, უფროსი (2006-2008)
- შპს „ფიუჩარ პროდაქტს კომპანი“, დირექტორი (2009-2011)
- შპს „ჯორჯია ტრანზიტი“, დირექტორის მრჩეველი ადმ. საკითხებში (2012-2013)
- შპს „პეტროკას ენერჯი ჯორჯის“, კონსულტანტი ადმ. საკითხებში (2012-2016)
- შპს „არგოტრანსჯორჯია“, კონსულტანტი (2013-2016)
- პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ - წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.