მთავარანგელოზები
მთავარანგელოზები - წმიდა დიონისე არეოპაგელის თქმით, მთავარანგელოზები არიან სულ 9 რანგის. ანგელოზების რიცხვი დიდია. მანვე მოგვცა ცნობა იმის შესახებ, თუ რომელ მთავარანგელოზს რა კურთხევა აქვს მიცემული ღმერთისგან:
1. მთავარანგელოზი მიქაელი - („ვითარცა ღმერთი“ - დან. X-13, XII-I) მძლეველი ყველა მტრული ძალებისა. მფარველი ყოველგვარი უბედურებისაგან, მწუხარებისაგან და ბოროტი ცოდვებისაგან;
2. მთავარანგელოზი გაბრიელი - („კაცი ღმრთისა“- დან.VIII-16, IX-21, ლუკა I-19.26) სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღმერთის საიდუმლოსი;
3. მთავარანგელოზი რაფაელი - („შემწეობა ღვთისა“ - ტობ. III-16, XII-12,15) ავადმყოფების მკურნალი და გზაზე დამყენებელი;
4. მთავარანგელოზი ურიელი -(„ცეცხლი ღვთისა“ – III ეზრა, V-16) აღმძვრელი ლოცვების სურვილისა და განმანათლებელი უცოდინართა;
5. მთავარანგელოზი ეგუდიელი - („ქება უფლისა“ - გარდამოცემა) მიმცემი და შუამავალი ღმერთის სიკეთისა და სულიერი და ხორციელი სიწმიდის მფარველი;
6. მთავარანგელოზი ვარახიელი („მადლი ღვთისა“ - გარდამოცემა)
7. მთავარანგელოზი სელაფიელი - („ლოცვა ღმერთისადმი“ - ეზრა, V-16) მკურნალი ამაკანკალებელი ავადმყოფობისა (მალარია, ეპილეფსია) და ღმერთთან მლოცველი ხალხისათვის;
8. მთავარანგელოზი იერომიელი - („სიმაღლე ღვთისა“ – III ეზრა IV-36) ღმრთისადმი სიყვარულის გამღვიძებელი;
9. მთავარანგელოზი ტახნილი - დამხმარე და დამცველი უბედურებისა და თავდასხმისაგან.
მთავარანგელოზთა კონდაკი: - მთავარანგელოზნო ღვთისანო, მსახურნო საღმრთოისა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღვარნო შეცდომილთანო, უმჯობესისა ჩვენცა გვიოხენით, დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერის მთავარნო.
მთავარანგელოზთა ტროპარი: - ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოსნო, გევედრებით ჩვენ, უღირსნი ესე, რათა მეოხებითა თქვენითა შემზღუდნეთ ჩვენ საფარველითა ფრთეთა თქვენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქვენისა მიერ დაცულნი, შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა განსაცდელთაგან გვიხსენინ ჩვენ დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.