ხვანჯარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:20, 14 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხვანჯარი − შარვლის სათავის და ბოლოების შესაკრავი, ქამრის ფუნქციის მქონე, აბრეშუმის შინნაქსოვი ზონარი. ხვანჯარი შარვლის ფერისაგან განსხვავებული უნდა ყოფილიყო, ჭრელი − სახიანი ნაქსოვი. იგი მზითვის შემადგენელი კომპონენტიც იყო. საკუთარი ხელით მოქსოვილ ხვანჯარს დანიშნული მომავალ საქმროს წინასწარ უგზავნიდა. მეორენაირად მას „ხონჯარსაც” უწოდებდნენ.
ლიტერატურა
სამსონია, 2005:47, 99.