თაბაშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თაბაშირი — (ბერძ. gypsos ცარცი, კირი), სულფატების კლასის მინერალი, (ქიმიური ფორმულა CaSO4•2H2O), უფერო, თეთრი, რუხი კრისტალებით, დანალექი ქანი. მისგან მიიღება ჰაერული შემკვრელი ნივთიერება ბუნებრივი თაბაშირის ქვის გამოწვით 140-170°С ტემპერატურაზე (სამშენებლო თაბაშირი ძველი სახელწოდებაა ალებასტრი). ატმოსფერულ წნევაზე გამოწვისას მიიღება დაბალი სიმტკიცის ნახევარწყლიანი კალციუმის სულფატი. სამშენებლო თაბაშირი ხასიათდება მაღალი წყალმოთხოვნილებით (55-65%) და შედარებით დაბალი სიმტკიცით (2-7 მპა). მაღალი სიმტკიცის თბაშირის წყალმოთხოვნილებაა 35-40% და აქვს მეტი სიმტკიცე (10-25 მპა). თაბაშიროვანი ყველა შემკვრელი არის სწრაფშემკვრელი (როგორც წესი, 2-20 წთ) და სწრაფგამაგრებადი. შეკვრის პროცესის შესანელებლად იყენებენ სხვადასხვა დანამატს: ხის წებოს, სულფიდსაფუარს,

გამოუმწვარი (წყლის) თაბაშირი გამოიყენება ფერწერაში, მაგრამ არა როგორც საღებავი, არამედ გრუნტის მოსამზადებლად. გამომწვარად წოდებული თაბაშირის მეორე სახე წარმოადგენს წყლის თაბაშირს, რომელიც მცირე გახურებით არის მიღებული. ასეთი სახით თაბაშირი 3/4–ით კარგავს საკუთარ წყალს და შეუძლია წყალთან შერევისას იქცეს მყარ მასად და ამრიგად შეიძინოს ცემენტირების უნარი. სწორედ ამიტომ გამოიყენება არქიტექტურაში და სკულპტურაში ქანდაკებების ჩამოსასხმელად და ა. შ. თაბაშირს არ გააჩნია ზედაპირის დაფარვის თვისებები და ამიტომაც იგი ფერწერაში საღებავად არ გამოიყენება.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები