თერმოგრაფიული კამერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 17 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თერმოგრაფიული კამერა (თბოვიზორი) – ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ობიექტის უხილავ სითბურ (ინფრაწითელ) გამოსხივებას გარდაქმნის ხილულ გამოსახულებად. გამოიყენება ღამის ხედვის ხელსაწყოდ, შენობა-ნაგებობების ინსპექტირებისათვის, დეფექტების დიაგნოსტიკაში, წარმოების ხარისხის კონტროლისათვის, ჩამდინარი წყლების დაბინძურების ხარისხის დასადგენად, მედიცინაში, ასტრონომიაში, აეროარქეოლოგიასა და სხვა ტექნიკურ მეცნიერებებში.