კესონი (მშენებლობა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:55, 30 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კესონი - (ფრ. caisson — ყუთი), ლითონის ან რკინაბეტონის გადმოპირქვავებული ყუთები, რომლებსაც იყენებენ დიდ სიღრმეზე კაშხალების, ხიდებისა და სხვა ნაგებობათა წყალქვეშა საძირკველის მოწყობის დროს უწყლო სამუშაო ადგილის შესაქმნელად.