კლინკერული მინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:23, 1 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კლინკერული მინა – კლინკერის თხევადი ფაზის პროდუქტი, რომელმაც სწრაფი გაცივების პროცესში ვერ მოასწრო დაკრისტალება. მისი რაოდენობა წარმოების შუალედ ნივთიერებაში შეადგენს 5-15%-ს, ხოლო სხვა თავისუფალი კრისტალური წარმონაქმნების, მაგ., CaO და MgO რაოდენობა არ უნდა იყოს, შესაბამისად, 1% და 5%-ზე მეტი, რადგან მეტი რაოდენობა ამცირებს ცემენტის ხარისხს და შეიძლება გამოიწვიოს მოცულობის ცვლილების არათანაბარზომიერება.