კლირინგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:26, 1 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კლირინგი − (ინგლ. clearing უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა < clear ვალის გადახდა), მოთხოვნისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლაზე დაფუძნებული საშინაო და საერთაშორისო უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა სავაჭრო და სხვა ოპერაციებისთვის. ხორციელდება ბანკების ან სპეციალური საანგარიშო პალატების მეშვეობით.