კომბინირებული პნევმატიკური კონსტრუქციები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:04, 1 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კომბინირებული პნევმატიკური კონსტრუქციები − ჰაერზე დაყრდნობილი და პნევმოკარკასული კონსტრუქციების ერთობლიობა. ფაქტობრივად ის პნევმოკარკასულია, მაგრამ სათავსის ექსპლუატაციის განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც გადახურვაზე მოქმედებს დიდი ინტენსივობის თოვლის ან ქარის დატვირთვები, სათავსის შიგნით ჰაერის დატუმბვით შეიქმნება ჭარბი წნევა და გაიზრდება გადახურვის მზიდუნარიანობა. კომბინირებული პნევმატიკური კონსტრუქციების ღირებულება მეტია, ვიდრე ჰაერზე დაყრდნობილის ან პნევმოკარკასულის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდი მალების გადახურვებისათვის მათ უპირატესობა ენიჭებათ.