დისპერსიულ-განმტკიცებული კომპოზიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:32, 4 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დისპერსიულ-განმტკიცებული კომპოზიტი − კომპოზიტი, რომელშიც ძირითად მზიდ ელემენტს შეადგენს მატრიცა (შემკვრელი), ხოლო დისპერსიული ნაწილაკები ამუხრუჭებს (ანელებს) მათ დისლოკაციას მასალაში. მაქსიმალური სიმტკიცე მიიღწევა ნაწილაკების თანაბარი განაწილებისას მატრიცაში, როცა ნაწილაკების ზომებია 10-500 ნმ, ხოლო მათ შორის დაცილებაა 100-500 ნმ; ნაწილაკების შემცველობა განმტკიცების მეორე ფაზაში შეადგენს მოცულობის 5-10%-ს. დისპერსიულ-განმტკიცებული კომპოზიტის მიღება შესაძლებელია ტექნიკაში გამოყენებული ნებისმიერი ლითონისა და მისი შენადნობისაგან. პრაქტიკაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული კომპოზიტები ალუმინის საფუძველზე. დიდი პერსპექტივები აქვს აგრეთვე ნიკელის საფუძველზე მიღებულ დისპერსიულ-განმტკიცებულ კომპოზიტებს.