ბლოკ-კონტეინერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:29, 5 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბლოკ-კონტეინერი – ქარხნული დამზადების მოცულობითი ელემენტი. შეიძლება იყოს ჩაკეტილი, ღია ან ტრანსფორმირებადი. ის არის მობილური შენობებისა და ნაგებობების კონტეინერული ან ასაწყობ-დასაშლელი ტიპის სივრცითი კონსტრუქციული ელემენტი (მაგ., მოდულური შენობების). მზადდება მოცულობითი ფოლადის კონსტრუქციებისაგან პანელური ან კარკასული კედლებითა და გადახურვით. ხშირად აკეთებენ ასაწყობ-დასაშლელს ტრანსპორტირებისა და დასაწყობების გამარტივების მიზნით. სამსახურის ვადა შეადგენს 15-20 წელს.