კონტეინერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:31, 5 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კონტეინერი − (ინგლ. container < contain შერევა, გარევა, ჩატევა), გასახსნელი სტანდარტული ტევადობა, რომლის დანიშნულებაა სხვადასხვა სახის ტრანსპორტით ტვირთების გადატანა ისე, რომ მიმღებთან მიტანამდე შეიძლება შეიცვალოს ტრანსპორტის სახე, მაგრამ არ მოხდეს თვით ტვირთის გადატვირთვა-გადმოტვირთვა. კონტეინერების გამოყენება უზრუნველყოფს ტვირთის შენახვას, სატრანსპორტო საშუალებების ტვირთბრუნვას, ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასა და სხვ. კონტეინერი შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების ტვირთამწეობასა და ზომებს. დანიშნულების მიხედვით კონტეინერი არის უნივერსალური, სპეციალური და სპეციალიზებული.