ფოლადის ორტესებრი კოჭი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:49, 6 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაგლინული ორტესებრი კოჭი
შედგენილი ორტესებრი კოჭი

ფოლადის ორტესებრი კოჭი − სპეციალური დანიშნულების ფოლადის კოჭი. მალისა და მოქმედი დატვირთვების სიდიდის მიხედვით შეიძლება იყოს გაგლინული პროფილის ან შედგენილი. გაგლინული გამოდის ორი სახის – ჩვეულებრივი განივკვეთის, სიმაღლით 100-700 მმ და შემსუბუქებული, სიმაღლით 160-300 მმ. პროფილის ნომერს შეესაბამება მისი სიმაღლე სმ-ში. ასეთ კოჭებს ძირითადად იყენებენ მცირე (3-6 მ) მალების გადასახურავად, რადგან მალის ზრდასთან ერთად მკვეთრად იზრდება მასალის ხარჯი, რაც ეკონომიკური და კონსტრუქციული მოსაზრებით მიუღებელია. დიდი მალების გადახურვისას (6-24 მ), როცა კოჭის განივკვეთის სიმაღლე მეტია 70 სმ-ზე, მიმართავენ შედგენილი ორტესებრი კოჭების გამოყენებას, რომელიც შეიძლება იყოს შენადუღი ან იშვიათად მოქლონური. შენადუღი ორტესებრი კოჭი, უმეტესად, შედგება ერთი ვერტიკალური კედლისა და ორი ჰორიზონტალური სარტყლისგან (ზედა და ქვედა თაროები). კედლის ფურცლის ოპტიმალური სისქეა δკ = 6-12 მმ, ხოლო თაროების – δთ = 8-40 მმ. სასურველია დაცული იყოს პირობა: δთ < (2,5-3)δკ, რადგან ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, კედელსა და თაროებს შორის შედუღების ნაკერში განვითარდება არასასურველი ჩაჯდომის ძაბვები. კოჭის კედლის ადგილობრივი და კოჭის საერთო მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ხშირად ეწყობა განივი და გრძივი სიხისტის წიბოები. ზოგადად, კოჭის გაანგარიშების თანამიმდევრობა შემდეგია: დატვირთვების შეკრება, კოჭის საანგარიშო სქემის დადგენა, კოჭის ოპტიმალური სიმაღლის განსაზღვრა, სარტყლებისა და კედლის ფურცლის ზომების განსაზღვრა, შემოწმება ნორმალურ, მხებ და ადგილობრივ ძაბვებზე, სიხისტესა და საერთო მდგრადობაზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები