ქორდის მთავარანგელოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:26, 11 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქორდის მთავარანგელოზის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქორდის განაპირას, აღმოსავლეთით. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7 X 5 მ), ფასადები წითელი ქვისაა. სახურავი დაზიანებულია. შენობა შიგნიდან შელესილი ყოფილა. ეკლესიის სამხრეთ კედელში გაჭრილია შესასვლელი და ერთი სარკმელი, აღმოსავლეთისა და დასავლეთისაში - თითო სარკმელი. დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა შეისრული კამარის საბჯენი თაღი. კონქიც შეისრული ფორმისაა. ფასადებზე სარკმლების სათაურები დეკორირებულია. აღმოსავლეთის ფასადის კეხის ქვეშ ჩაშენებულია აქ ადრე მდგარი (XI-XII სს.) ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის სარკმლის ზემოთ გამოსახულია დიდი რელიეფური ჯვარი, მარჯვნივ ადამიანის ფიგურაა, რომელსაც მარცხენა ხელში მოზრდილი ჯვარი უჭირავს. ეკლესიაზე სამხრეთით მიდგმულია კარიბჭე, რომელსაც სამხრეთით შეწყვილებული ლილვებით მორთული შესასვლელი აქვს. ნაგებობას ბრტყელი, შვერილი ლავგარდანი აქვს შემოვლებული. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.



წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები