ლითონების გამოწვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:52, 15 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლითონების გამოწვა – ლითონების თერმული დამუშავების სახე, რომელიც ითვალისწინებს წინა დამუშავების შედეგად არამდგრად მდგომარეობაში მყოფი ლითონების ან მისი შენადნობების გაცხელებას მაღალ ტემპერატურაზე და შემდეგ თანდათანობით გაგრილებას წონასწორული მდგომარეობის მიღწევის მიზნით. ლითონების გამოწვა აუმჯობესებს დამუშავებადობას, პლასტიკურობას და ამცირებს კონსტრუქციებში ნარჩენი ძაბვების გაჩენის ალბათობას.