მარწუხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:11, 15 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარწუხი ტუჩიანი, რკინის საჭერი, მესპილენძე-ხელოსნის სამუშაო იარაღი. გრდემლთან და უროსთან ერთად მესპილენძის ძირითად ხელსაწყოს წარმოადგენს. მის გამოგონებას ხალხი 363 ხელობის უფროსს და მჭედლობის მფარველ წმ. სოლომის//სოლომონს მიაწერს. მარწუხით შეპყრობილი ლითონი გრდემლზე უროთი და კვერით იჭედებოდა. ხელოსანი 3-4 სახის მარწუხს ხმარობს: დიდსა და პატარას, სახელურიანსა და უსახელუროს. ზოდის ასაღებად, ზოდის გადმოსაღებად, კალაპოტის ასაღებად და სხვა.



წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები