მაგიდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 20 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკაბინეტო მაგიდა

მაგიდაავეჯის ნაკეთობა, რომელსაც ფუნქციურად ხელმისაწვდომი სიმაღლის მქონე ზედაპირი აქვს. გამოიყენება სამუშაოდ, საკვების მისაღებად, ნივთების დასაწყობად და სხვ. საქართველოში ტერმინი გაჩნდა XVIII საუკუნეში (მანამდე ეწოდებოდა ტაბლა). დასტურდება სამი სახის მაგიდის არსებობა: მაღალფეხიანი, დაბალფეხიანი და საფენი სუფრა. იყო აგრეთვე საწიგნეები (პიუპიტრებიანი მაგიდა), რომელზედაც იდებოდა საეკლესიო წიგნები მკითხველებისათვის. ჩვეულებრივი სასაუზმო მაგიდების პროტოტიპები აღბეჭდილია უბისისა და გელათის მხატვრობაში, უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებში და სხვ.

არსებობს მაგიდის მრავალი სახეობა: ასაწევი, ბილიარდის, გასაშლელი, გორგოლაჭებიანი, ჟურნალ-გაზეთების, კომბინირებული, ლომბერის, მბრუნავი (გამოიყენება ჩარხთმშენებლობაში), მგორავი (საავადმყოფოებისათვის), მისადგმელი, მოძრავი, მოწაფის, მრგვალი, ოვალური, ოთხკუთხა, საბანკეტო, საბავშვო, საკაბინეტო, საკანცელარიო, საკეცი, სამზარეულოს, სასადილო, სატელეფონო, ტუალეტის (აღჭურვილი სარკეებითა და უჯრებით), საწერი, საჭადრაკო, სახაზავი, სახარისხებელი, ტელევიზორის, ჩაშენებული, ჭურჭლისა და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები