უჟანგავი ფოლადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:04, 21 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უჟანგავი ფოლადი (ანტიკოროზიული ფოლადი) – ფოლადი, რომელიც არ განიცდის კოროზიას ჰაერზე, ზღვის და მდინარის წყალში. უჟანგავი ფოლადი შეიცავს ქრომს (არანაკლებ 12%). მექანიკური და ქიმიური მდგრადობის ასამაღლებლად ფოლადში შეჰყავთ აგრეთვე ნიკელი, მანგანუმი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ნიობიუმი, ნახშირბადი და სხვა ელემენტები. გამოიყენება სახალხო მეურნეობის ყველა დარგსა და ყოფაცხოვრებაში.