ბარალეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:42, 26 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბარალეთი – ჯავახეთში, ერთ ადგილას ქართული ეკლესია მდგარა, მაგრამ სოფელი ჯერ არ ყოფილა გაშენებული. ხალხი რომ მომდგარა საყარაულოს გორას, გადმოუხედავთ და ტყეში ეკლესია დაუნახავთ, უთქვამთ, ეკლესიასთან სოფელი გავაშენოთო. ჩასულან გორიდან და იმდენად გაუვალი და დიდი ტყე ყოფილა, რომ ვერ მიუგნიათ ეკლესიისთვის. დაბრუნებულან უკან, ისევ ასულან საყარაულოზე, გადმოუხედავთ, დაუნახავთ ეკლესია, ჩამოსულან და ისევ დაუწყიათ ეკლესიის მიმართულებით სიარული და ძებნა, მაგრამ ვერც ამჯერად მიუგნიათ მისთვის. მერე უთქვამთ, მოდი, მდინარეს ჩავუყვეთ და მდინარე მიგვიყვანს ეკლესიასთანო. მართლაც გაჰყოლიან მდინარის დინებას, მისულან ეკლესიასთან და სოფელი ბარალეთიც დაუარსებიათ.