Saxifraga juniperifolia Adams
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:10, 26 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Saxifraga juniperifolia Adams - ოჯახი: ფხიჯასებრნი (Saxifragaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მკვრივკორდიანი. ძირის ფოთლები მოგრძო-ლანცეტაა, უხეში, სამწახნაგოვანი, წვეტიანი და კიდედაკბილული. ღეროსეული ფოთლები ლანცეტაა. ყვავილედი მტევნისებურია, გვირგვინი – ყვითელი. ყვ. ნაყ. VII-IX. მაღალმთის მცენარეა, იზრდება ტენიან ადგილებში და კლდეებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე სტორის ხეობაში. ძირითადად ცნობილია აღმოსავლეთ საქართველოში.