ქოთანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:11, 26 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქოთანა

ქოთანა - (Silene lacera Sims. = Oberna lacera lkonn); ოჯახი: მიხაკისებრნი (Caryophyllaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროები 15-30 სმ სიმაღლისაა, წამოწეული ან გართხმული. ქვედა ფოთლები კვერცხისებურია, გრძელ ყუნწად წარზიდული. ზედა ფოთლები ლანცეტაა. ყვავილები წაგრძელებულ ყუნწებზეა განთავსებული. გვირგვინის ფურცლები თეთრია. ფირფიტა დაყოფილია ფოჩებად და თანაგვირგვინი – ხაზურ-ლანცეტა ნაკვთებად. ყვ. ნაყ. VI-VIII. მაღალმთის მცენარეა. იზრდება ტყის ზედა და სუბალპურ სარტყლებში, რიყნარებზე, ნაშალებსა და ჩამონაზვავებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე სტორის ხეობაში. ცნობილია რაჭაში, ხევსურეთსა და თუშეთში. კავკასიის ენდემია.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები