მერქანი
მერქანი (ქსილემა) – (ბერძ. xylon ხე), ხის ქერქქვეშ არსებული მკვრივი ფორებიანი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის მიწისზედა ნაწილში წყლისა და მინერალური მარილების გატარებას ფესვთა სისტემიდან ფოთლებამდე. ის ძვირფასი საშენი კონსტრუქციული მასალა.
მერქანი ტყის პროდუქტია, რომლის მარაგი რაციონალური დამზადების პირობებში ექვემდებარება მუდმივ აღდგენას. ტყის მასივებს ჩვენი ქვეყნის საკმაოდ დიდი ფართობი (30%) უჭირავს და მისით ძირითადად დაფარულია მესხეთისა და კავკასიონის მთების მისადგომები, აჭარა, აფხაზეთი, გურია და ზემო იმერეთი. საქართველოს ტყეებში უმეტესად გავრცელებულია ფოთლოვანი ჯიშები (75%), ხოლო წიწვოვან ჯიშებს შედარებით მოკრძალებული (25%) რაოდენობა უჭირავს. სამშენებლო ინდუსტრიაში ძირითადად გამოიყენება წიწვოვანი ჯიშის მერქანი (ფიჭვი, ნაძვი, ლარიქსი, სოჭი და კედარი), რომელიც ხასიათდე-ბა დიდი სიმტკიცით, ხის ტანის სწორი ფორმით, რაც მასალის მო-ცულობის მაქსიმალური გამოსავლიანობის შესაძლებლობას იძლე-ვა და ნაკლებად ლპობასაშიშია ფოთლოვან ჯიშებთან შედარებით, რადგანაც მის ტანში ფისების საკმაო რაოდენობაა. მ. მილოვანი (ფე-ნოვან-ბოჭკოვანი) აღნაგობა აქვს. მის ძირითად მასას წარმოადგენს ხის ტანის მიმართულებით განლაგებული ბოჭკოები, რომლებიც წაგრძელებული მართკუთხოვანი განივკვეთის სიღრუეებიანი უჯ-რედებისაგან – ტრაქეიდებისაგან შედგება; კედელი კი ორგანული ნივთიერების – ლიგნინისა და ცელულოზისაგან. ხის ჰორიზონტალურ გადანაჭერზე მკვეთ-რად ჩანს წლიური რგოლები, რომელთა რაოდენობა მკაცრად შეესაბამება ხის წლოვანებას. ხის ტანის შემადგენლობა ასეთია: ქერქი, ლაფანი, კამბიუმი, ნაქურთენი, გული, გულგულა. წიწ-ვოვან მ. აქვს შვეული და ჰორიზონტალური ფისსავალი გზები და ერთრიგა და მრავალრიგა გულგულას სხივები, რომლებიც ასევე ემსახურება მერქანში ფისის გადაადგილებას. არსებობს მერქნის სახეები: აბსოლუტურად მშრალი, ახლადმოჭრილი, გაჟღენთილი, გაფანტული, გაწე-ლილი, გულის, დაწებებული, დაწნეხილი, თერმოდამუშავებული, თხევადი, იმპრეჰირებუ-ლი, მაგარი ჯიშის, მანკიანი, მაღალი სიმკვრივის, მექანიკურ-ქიმიურად მოდიფიცირებული, მოდიფიცირებული, მშრალი, მცირე სიმკვრივის, ნახევრადმშრალი, ნედლი, ოთახში გამშრა-ლი, პოლიმერ-მოდიფიცირებული, რბილი, საბალანსო, სამასალე, საშუალო სიმკვრივის, სვე-ლი, სპეციალური, სტაბილიზებული, სუფთა, ფაშარი, ჰაერზე გამშრალი და სხვ.