თეთრი კაკალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:51, 27 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თეთრი კაკალი (დიმორფანტი) – იშვიათი ჯიშის, 30 მ-მდე სიმაღლის ხე. დიამეტრი 0,9 მ-ს აღწევს. მერქანი ადვილად მუშავდება და აქვს თეთრი, სუსტად მოყვითალო ფერი. ახასიათებს ოქროსფერი ბზინვარება. კარგად პრიალდება. ხარობს რუსეთის ფედერაციის შორეულ აღმოსავლეთში, კორეასა და იაპონიაში. ძირითადად გამოიყენება ანათალი შპონისა და ავეჯის წარმოებაში.