მეტეხი (უბანი თბილისში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:47, 29 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეტეხი – თბილისის ისტორიული უბანი მდინარე მტკვრის მარ-ცხენა ნაპირზე კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში. ეს იყო ყველაზე ადრეული დასახლება ქალაქის ტერიტორიაზე. ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა.