მიგმატიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:20, 29 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიგმატიტი – არაერთგვაროვანი, შერეული ქანი, რომელიც შედგება მელანოკრატული მეტამორფული ქანისა და კვარცმინდვრისშპატიანი ან გრანიტის ძარღვებისაგან. ცნობილია მიგმატიტის სხვადასხვა მორფოლოგიური სახეობა: შრეებრივი მიგმატიტი (შემცველი ქანის შრეების ან ფიქლების ორიენტირებული ძარღვებით), აგმატიტი (ბრექჩიისებრი მიგმატიტი), პტიგმატიტი (ნაოჭა ძარღვებით) და სხვ. მიგმატიტი ფართოდ არის გავრცელებული ძველ გრანიტულ-გნეისურ კომპლექსებში.