ბეტონის მილები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:51, 17 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბეტონის და რკინაბეტონის მილები – ბეტონისა და რკინაბეტონისაგან დამზადებული ღრუ ცილინდრული ან დაპროფილებული ნაკეთობები, რომელთაც განივკვეთთან შედარებით დიდი სიგრძე აქვთ. განასხვავებენ სადაწნევო და უდაწნევო მილებს. უდაწნევო ისეთი მილებია (მილსადენებია), რომელშიც სითხის ტრანსპორტირება ხდება თვითდინებით (შევსების მაქსიმალური კოეფიციენტით 0,95), ხოლო სადაწნეო მილებით სითხის ტრანსპორტირება ხდება წნევის ქვეშ. უდაწნევო მილებში პირაპირების შემჭიდროება ხდება ჰერმეტიკების გამოყენებით, სადაწნევოში კი – რეზინის სალტეებითა და შუადებით.