ფოლადის შენადუღი მილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:26, 17 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფოლადის შენადუღი მილი – ფოლადის მილი, დამზადებული შტრიფსების ან ფურცლებისგან დაყალიბებითა და შედუღებით. შენადუღ ფოლადის მილს, დამზადებულს ლითონის შტრიფსების ან გაგლინული ფურცლებისგან დაყალიბებითა და ელექტროშედუღებით, ეწოდება ელექტროშენადუღი ფოლადის მილი; თუ შედუღების ნაკერი პარალელურია მილის გრძივი ღერძის, მაშინ ასეთ შენადუღ მილს ეწოდება პირდაპირნაკერიანი; თუ ნაკერი სპირალის ფორმისაა – სპირალურნაკერიანი; თუ შედუღება მიმდინარეობს მაღალ ტემპერატურაზე ღუმელში – ფოლადის მილი ღუმლური შედუღებით.