ფურცლოვანი კონსტრუქციები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:57, 17 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფურცლოვანი კონსტრუქციები – კონსტრუქციები, დამზადებულ-შესრულებული ფურცლოვანი ლითონისაგან. გამოიყენება ძირითადად სხვადასხვა დანიშნულების ტევადობისათვის, როგორიცაა რეზერვუარი, ბუნკერი, აირსაცავი, სილოსი, დიდი დიამეტრის მილსადენი, საკვამლე მილი და სხვა. ფურცლოვანი კონსტრუქციების დასამზადებლად გამოიყენება ფურცლების მოსაღუნი და გამასწორებელი დაზგა, ფურცლების დასაწნეხი ავტომატი და ავტომატური (ნახევრადავტომატური) შესადუღებელი აპარატი.
