სითბოდამცავი მინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:43, 17 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სითბოდამცავი მინა (მზედამცავი) – ასრულებს უკუფუნქციას, ის აირეკლავს დაცემულ სხივურ ენერგიას და არ უშვებს მას შენობაში, ეს მიიღწევა მინაზე ლითონის ძალიან თხელი ფენის დატანით, რომელიც მუშაობს, როგორც სარკე. სითბოდამცავი მინა განსაკუთრებული სახეობაა ფოტოქრომული მინა, რომელიც უზრუნველყოფს შენობაში სითბოს შესვლის ავტომატურ რეგულირებას. მზის სხივების მოქმედებით ის მუქდება, რადიაციის შემცირებისას კი სინათლეგამტარობას აღიდგენს.