უვიოლური მინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:52, 17 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უვიოლური მინა – მინა, გამორჩეული მაღალი გამჭვირვალობით სპექტრის ულტრაიისფერი ნაწილის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვან წილად შთაინთქმება ჩვეულებრივი მინით. მიიღება სუთა ნედლეულისგან, რომელშიც რკინის ოქსიდების შემცველობა დაყვანილია 0,005 ნაწილამდე. გამოიყენება საავადმყოფოების, სანატორიუმების, ორანჟერეების შესამინად.