ფერადი მინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:59, 17 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფერადი მინა – დეკორატიული არქიტექტურული მინა, რომლისთვისაც ფერის მიცემა ხდება მინის მასაში საღებრების – ლითონის ოქსიდების შეყვანით. მაგ., NiO ფერავს მინას წითელ-იისფრად, CoO – ლურჯად, Cr2O3 – მწვანედ, CuO და FeO – ლურჯ-მწვანედ, Fe2O3 – ყვითლად და ა.შ.